Публичная карточка документа
F 2100 S1
Ф.2100 опись 1 Национального исторического архива Грузии - Цицишвили Христофор Мурманович. Митрополит Цхум-Абхазети (1873-1932 гг.). НА ГРУЗИНСКОМ ЯЗЫКЕ
- Автор
- Виталий Штыбин
- Дата
- 2026-06-19
- Архивный шифр
- Ф.2100 опись 1
- Язык
- RU
- Страниц
- 56
- Коллекция
- Фонды Национального архива Грузии
Краткое содержание
ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ქრისტეფორე ციცქიშვილის (1873–1932) პირადი საარქივო ფონდის აღწერას. ფონდი მოიცავს ბიოგრაფიულ მასალებს, სამსახურებრივ დოკუმენტაციას, შემოქმედებით ნაშრომებსა და მიმოწერას. დოკუმენტები ასახავს მის მოღვაწეობას ურბნისის ეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა და საქართველოს ეკლესიის მეთაურის პოზიციებზე. არქივი ასევე შეიცავს მასალებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. ფონდი გადაცემულია ცენტრალურ არქივში 1978 წელს მისი შვილიშვილის მიერ.
В очереди на распознавание
Распознано 0 из 56 страниц · 0%
Статус обновляется автоматически — страницу перезагружать не нужно.
Фрагмент текста
Стр. 1
საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი (1873–1932) ურბნისის ეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ფონდი N 2100 კიდურა თარიღები 1887 - 1932 6. თბილისი 1980 1
Стр. 2
წინასიტყვაობა ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი დაიბადა 1873 წლის 15 მარტს ზემო იმერეთის (შორაპნის მაზრა) სოფელ ვერტყვილისჭალაში. მამამისი, მურმანი, საეკლესიო წიგნების კარგი მცოდნე, წიგნის წამკითხველი იყო ხეფინიხევის სოფელ ლიჩში. ქრისტეფორე დედით ადრე დაობლებულა, ხოლო შვიდი წლისას მამაც გარდაცვლია. დაობლებული და-ძმანი ოთხი ძმა და ორი და პაპის ამარა დარჩენილან. 1882 წელს პაპას პატარა ქრისტეფორე მიუბარებია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 6 წელიწადს სწავლობდა. 1887 წლის სექტემბერში შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1893 წელს სტუდენტის ხარისხით. 1895 წლის 1 აპრილს ქრისტეფორე ციცქიშვილი ეკურთხა მთავრად სპარსეთის საზღვარზე მდებარე მრევლში, ხოლო 9 აპრილს – მღვდლად. იქ მან წელიწად- ნახევარი იმსახურა. 1896 წლის გასულს იგი გადმოყვანილ იქნა სოფელ ხიდისთავის (გორის მაზრა) წედისის წმ. გიორგის ეკლესიაში, 7 თვის შემდეგ კი – იტრიის მრევლში, იქ 3 წელი იმსახურა. ქრისტეფორე ციცქიშვილს იქ 1898 წლის იანვარში სამრევლო სკოლა გაუხსნია, რომლისთვისაც 1900–1901 წელს აუშენებია კარგი ქვითკირის შენობა; ასწავლიდა საღვთო სჯულს და სკოლის გამგეობასაც ეწეოდა. 1897 წლის 16 სექტემბრიდან 1898 წლის 16 სექტემბრამდე ასწავლიდა საღვთო სჯულს ზემო ჭალის სოფლის სკოლაში. როგორც სკოლის გამგესა და პ…
Стр. 3
1905 წლის 20 სექტემბრიდან 1921 წლის 1 ოქტომბრამდე ქრისტეფორე ციცქიშვილი უწყვეტად მუშაობდა თბილისის V ვაჟთა გიმნაზიაში ჯერ საღვთო სჯულის მასწავლებლად, შემდეგ კი ქართული ენისა და სიტყვიერების მასწავლებლად და კლასის დამრიგებლად გიმნაზიის კლასებში. 1905 წელს ქრისტეფორე ციცქიშვილი საეპარქიო კრების თავმჯდომარე თბილისში (აღსანიშნავია, რომ კრებას მოჰყვა ყაზახების სიმხეცე სემინარიის შენობაში). 1918 წლის ივნისიდან 1920 წლის 1 სექტემბრამდე იგი იყო V ქართული პოლკის მღვდლად. 1918 წლის 8 მარტს თბილისის საეკლესიო საბჭოს დადგენილებით ქრისტეფორე ციცქიშვილი წარდგენილ იქნა დეკანოზად. 1921 წლის 1 ივლისიდან იგი ინიშნება გორის მაზრის სოფელ ნაბახტევის დროებით მღვდლად; 1921 წლის 31 ივლისს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი და 330 შეეძლო ქართული ენა და სიტყვიერება ესწავლებინა საშუალო სასწავლებლებში. 1921 წლის ოქტომბრიდან ქრისტეფორე ციცქიშვილი თავს ანებებს გიმნაზიაში სამსახურს. 1921 წელს გელათში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე ქრისტეფორე ციცქიშვილი დაასახელეს ურბნისის ეპისკოპოსად. 1921 წლის 30 ოქტომბერს იგი გაამწესეს თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დროებით წინამძღვრად. შემდგომ ამავე ეკლესიის და თბილისის სამხედრო ტაძრის წინამძღვრის თანაშემწედ. 1922 წლის 18 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკო…
Стр. 4
ქრისტეფორე ციცქიშვილი მანგლელ ეპისკოპოსად გამოაცხადეს. ყურადღებას იმსახურებს ამ საზეიმო ცერემონიალზე კათოლიკოს-პატრიარქის სასახლეში ქრისტეფორე ციცქიშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა?. 1927 წლის 21–27 ივნისს თბილისში შედგა საქართველოს IV საეკლესიო კრება, რომელზეც მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათალიკოსად აირჩიეს. იგი იყო ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის დროებითი მმართველი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და გარდაცვალებამდე განაგებდა საქართველოს ეკლესიას, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე II. ქრისტეფორე ციცქიშვილი გარდაიცვალა 1932 წლის 10 იანვარს (ძველი სტილით). ქრისტეფორე ციცქიშვილის პირადი ფონდი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში მიღებულია 1978 წლის ნოემბერში შემოწირულობით კათოლიკოსის შვილიშვილის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, გიორგი ვასილის ძე ციცქიშვილის ოჯახიდან (ფონდის გადმოცემის ინიციატივა და ორგანიზაცია ეკუთვნის ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატს, დოცენტ დავით ვიქტორის ძე გეგეშიძეს)4. პირად ფონდში დაცულია: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეობის მასალები 1905–1932 წლებში, საკათალიკოსო საბჭოსა და საეკლესიო კრების ოქმები და დადგენილებები, შიდასაეკლესიო ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები; აქვეა აგრეთვე არქიმანდრიტ ტარასის, ქვათახევის…
Стр. 5
ზრუნვისა და სხვ. მასალები. ამ დოკუმენტებში ნათლად ჩანს ქრისტეფორე ციცქიშვილის პიროვნება, მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა. ყურადღებას იმსახურებს კათოლიკოსის კრიტიკული წერილები, ისტორიულ- ეთნოგრაფიული ნარკვევები, თხზულებანი, მიმოხილვები, რეფერატები, მოხსენება- შენიშვნები ქართული მართლწერის შესახებ, სარწმუნოებასა და ზნეობაზე და სხვა; ასევე ხელნაწერი რვეულები, ლექცია-კონსპექტები, ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ლიტერატურულ-კრიტიკული მიმოხილვა, ამონაწერები და მრავალი სხვა. პირადი ფონდი შეიცავს ქრისტეფორე ციცქიშვილის ბიოგრაფიული და სამსახურებრივი მოღვაწეობის დოკუმენტებს, ქონებრივ-სამეურნეო ხასიათისა და ოჯახის წევრთა შესახებ მასალას. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მიმოწერას. ფონდში დაცულია ქრისტეფორეს წერილები მიტროპოლიტ დავითისადმი, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისადმი, კარელიისა და ფინეთის არქიეპისკოპოს ჟერმენისადმი, აგრეთვე სხვადასხვა პირის წერილები და დეპეშები ქრისტეფორესადმი. ფონდში დაცული მასალა განეკუთვნება 1887–1932 წლებს; მასალა აღწერილია შვიდ ჯგუფად: 1. ქრისტეფორე ციცქიშვილის ბიოგრაფიული ხასიათის (პირადი) დოკუმენტები, 2. ქონებრივ-სამეურნეო მასალა, 3. სამსახურებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დოკუმენტები, 4. შემოქმედებითი მასალა, 5. მიმოწერა, 6. ქრისტეფორე ციცქიშვილის ოჯახის წევრთა…
…ещё страницы доступны в полном просмотрщике.